მარგველაშვილი და ნადირაძე თელ-ავივის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე სამი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ორი მეოთხედფინალშია.

შეჯიბრზე მეორე გამარჯვებები მოიპოვეს 66-კგ მოასპარეზე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა ნადირაძემ. მარგელაშვილმა დამატებით დროში გერმანელი სლამბერგერი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ბულგარელ გერჩევს შეხვდება, ნადირაძემ კი ეკვადორელ პრესიადოს სძლია და მეოთხედფინალში მასპინძელ შმაილოვს დაუპირისპირდება.

ტურნირზე წარუმატებლად იაპარეზა დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ). მან მერვედფინალში ავსტრალიელ ჯოშუა კატზთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

შარშან თელ ავივის-გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.