მარგველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონია - მან კარიერაში მესამე ოქრო მოიპოვა #1TVSPORT
მარგველაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონია - მან კარიერაში მესამე ოქრო მოიპოვა #1TVSPORT

გაგი მარგველაშვილი „შკუპის“ შემადგენლობაში ჩემპიონი გახდა და იშვიათი ფეხბურთელების კატეგორიაშია, რომელმაც ეს ტიტული რამდენიმეჯერ და სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნა.

შკუპი“ ჩემპიონი ოფიციალურად ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გახდა. „რენოვასთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ გუნდმა ისტორიაში ოქროს მედლები მეოთხედ მოიპოვა. „შკუპი“ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა „რენოვას“ წინააღმდეგობის დაძლევას და ეს მატჩის მიწურულს, 81-ე და 95-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოახერხა.

გაგი მარგველაშვილი ბალკანურ კლუბში ზამთარში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა – 25 წლის ცენტრალურმა მცველმა ახალ გუნდში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მარგველაშვილმა ჩემპიონობა უკვე მესამე გუნდში და მეორე ქვეყანაში იზეიმა. პირველად 2018 წელს „საბურთალოს“ კაპიტნის როლში, მეორედ 2021 წელს ბათუმის „დინამოში“, ახლა კი ორ ქართულ ოქროს ჩრდილომაკედონიური ტიტულიც მიამატა.

გოცე სედლოსკის გუნდმა საჩემპიონო თასი 21 წლის შემდეგ დაიბრუნა. მეორე გოლის შემდეგ მაყურებლები მოედანზე შევიდნენ და ჩემპიონობა ფეხბურთელებთან ერთად იზეიმეს, მომავალ სეზონში „შკუპი“ ჩრდილოეთ მაკედონიას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს.