მარგველაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა | ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი [ვიდეო]

მეორე წრეში, მსოფლიოს შარშანდელ პრიზიორ (ბრინჯაო) გორელ ფალავანს, მეტოქედ გამოცდილი გერმანელი – სებასტიან საიდლი ერგო.

დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში მარგველაშვილი შიდოთი დაწინაურდა. ძირითადი დროის მიწურულს კი, გაფრთხილება თავადაც მიიღო. საბოლოოდ, საწყისმა ოთხმა წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დამატებით დროში ვაჟამ ჯერ შიდო მიიღო, 40 წამში კი მეტოქემ ვაზაარი აიღო და საქართველოს ნაკრებიც ჩემპიონატის მეორე დღეს უმედლოდ დარჩა.

ხვალ კი ტურნირში მამაკაცთა შორის მედლები 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედლის მოპოვებას, ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი შეეცდება.

ფოტო – ზურა ქურციკიძე