განახლება - მარგიანი ფინალშია, ოქრუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | ბუდაპეშტის გრან-პრი
განახლება - მარგიანი ფინალშია, ოქრუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს | ბუდაპეშტის გრან-პრი

ბუდაპეშტში ძიუდოს გრან-პრის მესამე დღე მიმდინარეობს. საქართველოს ღირსებას -90 კგ. წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი იცავდნენ, -100 კგ. კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ონისე სანებლიძე ასპარეზობდნენ, ხოლო +100 კგ.-ში კი ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.

სამწუხაროდ ლევან მატიაშვილი და ონისე სანებლიძე ტურნირს მალევე გამოეთიშნენ. სრულიად მოულოდნელად პირველივე ბრძოლა დათმო გუნდის კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც შვეიცარიელ პატრიკ მოსერთან დამარცხდა. მე-3 წრეში დამარცხდა გიორგი პაპუნაშვილიც.

ოქრუაშვილმა მე-3 წრეში ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდი დააიპონა, თუმცა მეოთხედფინალში როი მეიერთან დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც რუსი ტემირლან ბაშაევი დაამარცხა.

ტურნირის ფინალში უშანგი მარგიანი გავიდა. მარგიანმა მეოთხედფინალში ბულგარელი ვარაპაიეუსი, ხოლო ნახევარფინალში კი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

გრან-პრის ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.