მარეკ შჩიგელი - ევროკავშირის მისია ყურადღებით აკვირდება ტახტისძირის მიმდებარედ არსებულ სიტუაციას
მარეკ შჩიგელი - ევროკავშირის მისია ყურადღებით აკვირდება ტახტისძირის მიმდებარედ არსებულ სიტუაციას

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მარეკ შჩიგელი სოფელ ტახტისძირთან მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„აღდგომა ტრადიციულად აერთიანებს მშვიდობას და ხალხს. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავიცილოთ ყველა სახის პროვოკაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ“, – აღნიშნულია მარეკ შჩიგელის განცხადებაში.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.