მარეის ქანდაკებას უიმბლდონზე დადგამენ
მარეის ქანდაკებას უიმბლდონზე დადგამენ

უიმბლდონის ორგანიზატორის All England Club-ის დირექტორმა რიჩარდ ლუისმა გამოაცხადა, რომ მალე კლუბის ტერიტორიაზე ბრიტანელი ენდი მარეის ქანდაკებას დადგამენ. ლუისის სიტყვები მოჰყავს BBC-ის.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ენდის კარიერის დასრულების შემდეგ, ჩვენ რაღაცნაირად აღვნიშნავდით მის უდიდეს მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქანდაკებას დავდგამთ. ჩვენ ძალიან გვიყვარს ენდი, ის შესანიშნავი ადამიანია“.
მარეი პირველი ბრიტანელია ბოლო 77 წლის განმავლობაში, ვინც უიმბლდონი მოიგო. მან ეს 2013 და 2016 წელს შეძლო.

რამდენიმე დღის წინ, ენდი მარეიმ გამოაცხადა, რომ 2019 წელს დაასრულებს კარიერას.