მარეი ნადალს – 52 „როლან გაროსი“ გაქვს მოგებული და „ინსტაგრამს“ ვერ უმკლავდები

12:34, 21.04.2020
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარეიმ ინსტაგრამში რაფაელ ნადალთან, როჯერ ფედერერთან და მარკ ლოპესთან ეთერი გამართა. „გრუნტის მეფედ“ წოდებულმა ნადალმა ჩათში შვეიცარიელის ჩართვას დიდი დრო მოანდომა, რაზეც მარეი გაეხუმრა:
„შენ როლან გაროსის მოგება 52-ჯერ შეგიძლია, ინსტაგრამის დამარცხებას კი ვერ ახერხებ“.
შეგახსენებთ, რომ ესპანელს საფრანგეთის ღია ჩემპიონატი 12-ჯერ აქვს მოგებული, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. მსოფლიოში კოვიდ19-ით გამოწვეული პანდემიის გამო წლევანდელი საჩოგბურთო სეზონი 13 ივლისამდე გაჩერებულია.

მსგავსი