მარეი გონებით აშშ-ის ღიაზე გამოსასვლელად ემზადება
მარეი გონებით აშშ-ის ღიაზე გამოსასვლელად ემზადება

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ აღიარა, რომ ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი კორონავირუისის პანდემიის პირობებში ნიუ იორკში აშშ-ის ღია პირველობაზე მგზავრობა. თუმცა, ბრიტანელი ჩოგბურთელი გონებით „დიდი სლემის” ტურნირისთვის ემზადება.

„ოთხი ან ხუთი კვირის წინ, ამ ყველაფერს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებდით. მაგრამ, გონებრივად, რაღაც მომენტში თქვენ უნდა დაიწყოთ მონაწილეობისთვის მომზადება და დაგეგმვა.

ეს რომ არა, ვარჯიშებისა და რეაბილიტაციის გრაფიკი ოდნავ სხვანაირი იქნებოდა. მე წინსვლას ვგეგმავ. ჩვენთვის პრობლემა მოგზაურობაშია, ამიტომაც, ალბათ, ოდნავ ვწუხვარ იმაზე, როგორ მივაღწიოთ დანიშნულების ადგილზე. თუ მოთამაშეთა უსაფრთხოება გარანტირებულია, მაშინ უნდა ვცადოთ ტურნირის ჩატარება“, – თქვა მარეიმ.

ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს დაიწყება და მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ორგანიზატორები ტურნირის გარშემო გეგმავენ ბიოუსაფრთხოების მკაცრ კონტროლს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ვირუსით დაინფიცირების რისკი.