„პორტუს“ მალელმა თავდამსხმელმა მუსა მარეგამ პორტუგალიის ჩემპიონატში რასისტულ ინციდენტზე ისაუბრა, რომლის მთავარი ადრესატი თავად იყო.
შემთხვევა „პორტუსა“ და „ვიტორიის“ მატჩზე მოხდა. ამ შეხვედრაში მარეგამ გოლი გაიტანა და მოწინააღდეგე გუნდის გულშემატკივრებისგან რასისტული, შეურაცხმყოფელი შეძახილები მოისმინა.
ამ ამბავს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რასისტული გამოხტომა კიდევ ერთხელ დაგმეს.
„ეს უდიდესი შეურაცხყოფაა და ეს რეალურად მტკივნეულია, – ციტირებს მარეგას სიტყვებს RMC Sport. – ყველაფერი ჯერ კიდევ წინასამატჩო მოთელვისას დაიწყო. ჯერ რამდენიმე ადამიანმა დაიწყო და შემდეგ მთელი სტადიონი აჰყვა. შეუძლებელია, განაგრძო თამაში, როდესაც ხალხი კანის ფერის გამო დაგცინის და შეურცხყოფას გაყენებს.“ – განაცხადა მუსა მარეგამ.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული