მარდიდის „რეალს“ დე ლიხტის შეძენა სურს
მარდიდის „რეალს“ დე ლიხტის შეძენა სურს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა ამსტერდამის „აიაქსს“ დე ლიხტის შესაძენად 78-მილიონიანი წინადადებით მიმართა.

ჰოლანდიელი მცველი ზინედინ ზიდანის გეგმებში შედის და მის გადასაყვანად მადრიდული კლუბი ყველა ღონეს იხმარს.

დე ლიხტისთვის ბრძოლაში „რეალის“ ყველაზე დიდი კონკურენტი „ბარსელონა“ იქნება, რომელმაც „აიაქსიდან“ უკვე დაიმატა დე იონგი და იმედი აქვს, რომ მის მეგობარ დე ლიხტსაც საკუთარ რიგებში გადაიბირებს.