მარცხი უზბეკეთის მეორე ლიგის გუნდთან - „სამტრედიამ" თურქეთში პირველი ტესტ-მატჩი გამართა #1TVSPORT
მარცხი უზბეკეთის მეორე ლიგის გუნდთან - „სამტრედიამ" თურქეთში პირველი ტესტ-მატჩი გამართა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკურ კლუბთან, ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა.

უზბეკური კლუბის რიგებში საქართველოს ნაკრებში ნათამაშები (4 მატჩი) კახა მახარაძე თამაშობდა და შემდეგ მისი კაპიტანიც იყო. „ლოკომოტივი“ არც ისე დიდი ხნის წინ უზბეკეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორის იყო, მაგრამ გასული სეზონის შედეგებით, უზბეკეთის რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდა.

„სამტრედიას“ უზბეკურმა კლუბმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. ანგარიში სიმე ზუზულიმ გახსნა, მალე კი „ლოკომოტივის“ უპირატესობა მარატ ბიკმაევმა გაზარდა. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 2:0

1:0 ზუზული (11), 2:0 ბიკმაევი (20).

„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, გვიშიანი, აბულაძე, კილასონია, უბილავა, ხმალაძე, ზარიძე, რობაქიძე, კირკიტაძე, ინჯგია, ჩამბა

შეცვლაზე შევიდნენ: კორიფაძე, კამლაძე, მირცხულავა, ბოჭორიშვილი, იოსელიანი, ექვთიმიშვილი, ლაღაძე, თევზაძე, ნაჭყებია, ჩარგეიშვილი