მარცხი შოტლანდიასთან - საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT
მარცხი შოტლანდიასთან - საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები გათამაშებას გამოეთიშა #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში მეორე მატჩი შოტლანდიასთან 0:4 წააგო და გათამაშებას გაემოეთიშა.

სალომე ხუბულურის გუნდთან შეხვედრაში ჯგუფის მასპინძელი გუნდი პირველივე წუთზე ლორა ბერის გოლით დაწინაურდა, რებეკა ტეილორის (42) გოლით კი ტაიმი კომფორტული უპირატესობით მოიგეს – 1:0.

შოტლანდიელებმა შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდის კარი კიდევ ორჯერ აიღეს: ეს შეხვედრის მიწურულს მოახერხეს. მასპინძლების უპირატესობა მეისონ კლარკმა (71) გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში დუბლით ლორა ბერიმ ბოლო წუთზე დააფიქსირა 4:0.

პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ისრაელთან დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დათმო და საბოლოოდ, ჯგუფში ბოლო, მესამე ადგილი დაიკავა.