მარცხი „შევარდენთან“ – „სამტრედია“ ფორსმაჟორში ემზადება #1TVSPORT
მარცხი „შევარდენთან“ – „სამტრედია“ ფორსმაჟორში ემზადება #1TVSPORT

ეროვნული ლიგიდან ლიგა 2-ში დაქვეითებულმა „სამტრედიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და დამარცხდა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილები ტეს-მატჩში ლიგა 2-ის თბილისის „შევარდენს“ დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით წააგეს (0:3).

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „სამტრედიას“ შემადგენლობაში სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. „სამტრედიას” მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გიორგი შაშიაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე გორის „დილასა“ და ქობულეთის „შუქურაში“ მუშაობდა. ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდის დაკომპლექტებას ფორსმაჟორულ ვითარებაში ცდილობს, რადგან გუნდმა მზადება გვიან დაიწყო, სეზონი კი მალე დაიწყება.

„სამტრედიამ“ პირველი ამხანაგური მატჩი „თბილისი სიტის“ წინააღმდეგ გამართა და 2:0 გაიმარჯვა. თავი გივი იოსელიანმა და ზურაბ ღირდალაძემ გამოიჩინეს, რომლებიც კლუბში დაბრუნდნენ.

გუნდი შემდეგ ამხანაგურ მატჩს 18 თებერვალს, ეროვნული ლიგის წარმოამდგენელ „თელავთან“ გამართავს. ლიგა2-ში სეზონის პირველი ტურის შეხვედრას კი 2 მარტს გასვლაზე „ვიტ ჯორჯიასთან“ ჩაატარებს.