მარცხი რუმინელებთან - „საბურთალომ“ შეკრებაზე პირველად ითამაშა #1TVSPORT
მარცხი რუმინელებთან - „საბურთალომ“ შეკრებაზე პირველად ითამაშა #1TVSPORT

საბურთალომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. საქართველოს თასის მფლობელი რუმინეთის პირველი ლიგა 2-ის მეორეადგილოსანს, სიბიუსგერმანშტადტს” დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ანგარიში მე-12 წუთზე რუმინელებმა გახსნეს – გოლი იონუტ ნასტასემ გამოიჩინა. თბილისელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ რუმინელთა მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და გუნდი გადაარჩინა. შანსი მეტოქემაც მიიღო, როდესაც „საბურთალოს“ მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა ვითარება განმუხტა.

საბურთალომ“, რომელიც მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და 0:1 დამარცხდა.

საბურთალო: მეგრელიშვილი, უბილავა, კაკუბავა, გურეშიძე, მამაცაშვილი, ქარდავა, ლ. ნონიკაშვილი, ო. მამაგეიშვილი, ქავთარაძე, გულიაშვილი, ტაბატაძე.

მორიგ ამხანაგურ მატჩში „საბურთალო“ უზბეკურ „ნასაფს“ დაუპირისპირდება – თბილისური კლუბი შეხვედრას 4 თებერვალს გამართავს.