მარცხი პირველ სპარინგში - „ლოკომოტივს“ დანიელებმა სძლიეს
მარცხი პირველ სპარინგში - „ლოკომოტივს“ დანიელებმა სძლიეს

თბილისის „ლოკომოტივი“ თურქულ შეკრებაზე პირველი ტესტ-მატჩი დანიის პირველი დივიზიონის „ფრედერიციასთან“ გამართა და დამარცხდა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის მეორე ტაიმში დანიელთა ფეხბურთელმა ანდერს ჰოლვადმა გაიტანა. „ლოკომოტივის“ მცდელობა, ანგარიში გაეთანაბრებინა, უშედეგოდ დასრულდა და საბოლოოდ, თბილისელები მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ.

საკონტროლო მატჩში „ლოკომოტივს“ საქართველოს 19-წლამდელთან ნაკრებში გამოძახებული მეკარე რეზი ლომიძე, მცველი ცოტნე კაპანაძე და თავდამსხმელი გიორგი იაკობიძე ვერ დაეხმარნენ – სამივე 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე, თურქეთის ქალაქ სიდეში ემზადება.

„ფრედერიცია“ -„ლოკომოტივი“ 1:0

გოლი: 1:0 ჰოლვადი

„ლოკომოტივი“: შეროზია, გაბაძე, ანდრონიკაშვილი, გურეშიძე, უბილავა, ძებნიაური, შონია, ინჯგია, სამურკასოვი, კობახიძე, სიხარულიძე