მარცხი მუზეტისთან - ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა #1TVSPORT
მარცხი მუზეტისთან - ბასილაშვილი პარიზის მასტერსს გამოეთიშა #1TVSPORT

პარიზის მასტერსზე ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ქვენტინ ჰალისთან მოგების შემდეგ, მე-2 წრეში იტალიელ ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და ორ სეტში (4:6, 2:6) დამარცხდა.

პირველ სეტში გადამწყვეტი მე-9 გეიმი აღმოჩნდა, სადაც ნიკოლოზის მეტოქემ შეხვედრის პირველი ბრეიკის გაკეთება მოახერხა, შემდეგ კი გეიმი თავის ჩაწოდებაზეც მოიგო და სეტებშიც დაწინაურდა. მეორე პარტია შედარებით უფრო ნაკლებად დაძაბული აღმოჩნდა – იტალიელმა ჩოგბურთელმა თავიდანვე მოახერხა ბრეიკის აღება და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

შემდეგ წრეში ლორენცო მუზეტი ნორვეგიელ კასპერ რუუდს შეხვდება.