მარცხი მესამელიგელთან - „მერანი“ შეკრებაზე დანიელებს დაუპირისპირდა #1TVSPORT
მარცხი მესამელიგელთან - „მერანი“ შეკრებაზე დანიელებს დაუპირისპირდა #1TVSPORT

მარტვილის „მერანმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგურ მატჩი გამართა – ქართული გუნდის მეტოქე დანიის მეორე დივიზიონის (რანგით მესამე ლიგა) ლიდერი „ნესტვედი“ იყო, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა.

სიდეში გამართულ შეხვედრაში „ნესტვედი“ შესვენებამდე 2:1 დაწინაურდა. აჰმედ ჰასანისა და ფრედერიკ კრისტენსენის გოლებს მარტვილელებმა მოხლოდ თორნიკე მუზაშვილის ზუსტი დარტყმით უპასუხეს. მეორე ტაიმში დანიელებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და 4:1 მოიგეს.

„მერანი“ – „ნესტვედი“ 1:4

„მერანი“: მიქაია, ბიბილაშვილი, აფაქიძე, ჩალაზე, წულაია, შალამბერიძე, ფაცაცია, სიხარულია, კიკაბიძე, მიზაშვილი, ქანთარია

სათადარიგო: გორდულავა, ქაჯაია, მელიავა, გეგია, გაგოშიძე, ლომთაძე, ფონიავა, წოწონავა, ნანავა, გეგეჭკორი, თოდუა.