მარცხი მეოთხედფინალში - თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს [ვიდეო] 1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს, მედლების მოსაპოვებლად მძიმეწონოსნები გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) გამოვიდნენ. ტურნირზე მეოთხედფინალამდე წარმატებულად ასპარეზობდა გურამ თუშიშვილი, მაგრამ ქართველმა ნახევარფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში კუბელ ენდი გრანდასთან გდება გაუშვა და იპონით დამარცხდა. თუშიშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

მსოფლიო პირველობაზე გამომსვლელი მეორე ძიუდოისტი, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილები კი ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90 კგ) დაიკავეს.