მარცხი „გრანადასთან“ - „ბარსელონამ“ გალიდერების შანსი ვერ გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში „ბარსელონას“ წლევანდელ სეზონში პირველად ჰქონდა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი. ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ „გრანადას“ დამარცხება.

თუმცა კატალონიურმა კლუბმა შინ 1:2 წააგო, რაც სერიოზული ნაბიჯი იქნებოდა ჩემპიონობის გზაზე.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ „ბარსა“ წინ იყო – ლიონელ მესიმ კარგად გამოიყენა ანტუან გრიზმანის პასი. მეორე ნახევრის დასაწყისშივე “ბარსელონას” კიდევ ჰქონდა საგოლე შანსები ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ დათმო – 1:2.