მარცხი დანიელებთან - „ტორპედოს“ „ოდენსემ“ აჯობა #1TVSPORT
მარცხი დანიელებთან - „ტორპედოს“ „ოდენსემ“ აჯობა #1TVSPORT

გია ცეცაძე იძულებული გახდა, გეგმები შეეცვალა – გუნდს მესამე ამხანაგური მატჩი ესტონურ ტალინის „ლევადიასთან“ (სადაც ზაქარია ბეგლარიშვილი თამაშობს) უნდა გაემართა, მაგრამ პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო ესტონურმა გუნდმა შეხვედრაზე უარი თქვა.

ანგარიში დანიელებმა მე-12 წუთზე გახსნეს. ქუთაისელთა მოთამაშემ მოედნის ცენტრში დაკარგა ბურთი, „ოდენსემ“ კი სწრაფი შეტევა განავითარა და ტობიას აუგუსტინუს-იენსენმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ბურთის გაკონტროლება მოახერხა, მაგრამ სწრაფად ვერ მოქმედებდნენ და დაცვაში ჩამჯდარი და ხისტად მოთამაშე დანიელების კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ და საბოლოოდ, „ოდენსემ“ 1:0 მოიგო.


ტორპედო – ოდენსე 0:1


გოლები: 0:1 აუგუსტინუსი (12)

„ტორპედო“ (სასტარტო შემადგენლობა): კვასხვაძე, ნადარაია, სანდოხაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ცინცაძე, მანჯგალაძე, შულაია, პაპუნაშვილი, არაბიძე, მჭედლიძე

შეცვლაზე: აბულაძე, ტაბატაძე, ძარია, ბუღრიძე, ახვლედიანი