მარცხი და თანაბარი ბალანსი - ტოჩინოშინს ბოლო ბრძოლის მოგება სჭირდება [ვიდეო] #1TVSPORT

ნაგოია ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელიც მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს კომუსუბი ჰაშორიუსთან დამარცხდა და ბოლო ბრძოლამდე საქმე გაირთულა.

მძლავრი შეჯახების შემდეგ, თავიდან უპირატესობას ტოჩინოშინი ფლობდა, მაგრამ ჰაშორიუმ უვატედაშინაგეს ილეთით მოიგო.

გორგაძის ბალანსი 14 დღის შემდეგ 7-7-ზეა და ხვალ მას გადამწყვეტი ბრძოლა ელის, მოგების შემთხვევაში ქართველი სუმოისტი კაჩი-კოშის გაიფორმებს. მისი მეტოქის ვინაობა კი, ჯერჯერობით, უცნობია.