მარცხი „ცრვენა ზვეზდასთან“ - „დინამო თბილისმა“ სერბებთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
მარცხი „ცრვენა ზვეზდასთან“ - „დინამო თბილისმა“ სერბებთან უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT

დღეს, 22 იანვარს „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

„დინამო“ „ცრვენა ზვეზდას“ 2009 წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა, თბილისში გიორგი მერებაშვილისა და ლევან ხმალაძის გოლებით 2:0 დაამარცხა, გასვლაზე კი 2:5 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა. გუნდების თამაში ამჯერადაც მსგავსი სცენარით წარიმართა. „დინამო თბილისი“ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

სერბულ კლუბში 61-ე წუთიდან ითამაშა „დინამოს“ აღზრდილმა, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, ირაკლი აზაროვმა. ანტალიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში ანგარიში პირველ ტაიმში ბელგრადელების თავდამსხმელმა, ალექსანდრე პეშიჩმა გახსნა, მაგრამ ულად-ომარ იმრანმა და ვაგნერ გონსალვეშმა თბილისელები პირველ ტაიმში დააწინაურეს. მეორე ტაიმში ვითარება ისევ შეიცვალა. პეშიჩმა დუბლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მირკო ივანიჩმა ბელგრადელებს გამარჯვება მოუტანა.


ცრვენა ზვეზდა“ – „დინამო თბილისი“ 3:2


სტადიონი კალისტა, ანტალია, თურქეთი


გოლები: 1:0 პეშიჩი (31), 1:1 ულად-ომარ იმრანი (34), 1:2 ვაგნერ გონსალვეში (37), 2:2 პეშიჩი (54), 3:2 ივანიჩი (75)

„დინამო“: კუტალაძე, მალი, ლაცაბიძე, ტაბიძე, კობოური, მექვაბიშვილი, სიგუა, ომარი, გონსალვეში, კამარა, სხირტლაძე.

შეცვლაზე ითამაშეს: კერესელიძე, მაქაცარია, კალანდაძე, ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი, იობაშვილი, ოსიყმაშვილი, ოსეი, კირკიტაძე, პარკაძე, უგრეხელიძე, მარუშიჩი, ოდიშარია.