მარცხი ბოლო წამზე | ხელბურთი
მარცხი ბოლო წამზე | ხელბურთი

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

პირველი მატჩი ჩვენმა ხელბურთელებმა ბოლო წუთებზე დათმეს-21:25, მეორე შეხვედრა კი  ბოლო წამზე გაშვებული გოლის შემდეგ 28:29 წააგეს.

მაკედონიის ნაკრები ზედიზედ მეხუთედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში, საქართველო კი ჯერჯერობით მხოლოდ მთავარ შესარჩევ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის.

ჩვენმა გუნდმა მეორე თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, აბრამიშვილი, ჩიქოვანი, კბილაშვილი, არსენაშვილი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია.

თამაში შესანიშნავად დაიწყო შოთა თევზაძემ (7 მოგერიება პირველ ტაიმში), თუმცა ჩვენებს ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ – 7 დაკარგული ბურთი პირველ ნახევარში.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 17:14 მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრის ბოლო წუთამდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა.

ბოლო წუთებში ჩვენი გუნდის 5 გოლიდან, 4 ბურთი ცხოვრებაძემ გაიტანა.  მან საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა 28:28. დარჩენილ მცირე დროში მასპინძლებმა მაინც შეძლეს გატანა, პოპროვსკიმ 9 მეტრიდან დაარტყა და თავის გუნდს მოაგებინა.

ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი, 9 გოლით, არსენიშვილი გახლდათ, 8 ბურთი კი ცხოვრებაძემ გაიტანა.