მარცხი ავსტრიელებთან - „საბურთალო“ ლეგიონერებს აკვირდება
მარცხი ავსტრიელებთან - „საბურთალო“ ლეგიონერებს აკვირდება
საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ესპანეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – გია ცეცაძის გაწვრთნილები ავსტრიულ „ადმირას“ დაუპირისპირდნენ და დამარცხნენ.
 
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ნახევარი კი შედეგიანი გამოდგა და სამი გოლი გავიდა. თავდაპირველად ავსტრიელები დაწინაურდნენ, მეორე ნახევრის შუაში ლევან ყენიამ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი ავსტრიელებმა თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დააფიქსირეს.
„საბურთალოს“ შემადგენლობაში ითამაშა 23 წლის ჰოლანდიელმა ოპდამ ლევიმ, რომელიც ესპანურ შეკრებაზე სინჯებზე იმყოფება. მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელ იურიხ კაროლინასაც აკვირდება.
პირველი ტაიმი: ლ.კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, კაკუბავა, ლევი, კაროლინა, გოშთელიანი, მაჭარაშვილი, ლუმუ, კოხრეიძე, ქავთარაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ყენია, გაბედავა, ჭიჭინაძე, გრიგალაშვილი, ტაბატაძე, ალთუნაშვილი, ჟარდელი, ლაკვეხელიანი, ცნობილაძე
მომდევნო საკონტროლო მატჩს თბილისური გუნდი 6 თებერვალს, რუსეთის პრემიერლიგის პეტერბურგის „ზენიტთან“ ჩაატარებს.
დატოვე კომენტარი