Marca-ს მკითხველების აზრით, „ბარსელონა“ ლა ლიგაში ყველაზე არასაყვარელი გუნდია #1TVSPORT
ესპანური გამოცემა Marca-ს მკითხველებმა ბოლო ადგილზე დააყენეს „ბარსელონა“ საყვარელი გუნდების რეიტინგში.
გამოკითხვაში, რომელიც გამოცემამ ჩაატარა, 275 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ თითოეული კლუბისთვის უნდა მიენიჭებინათ შეფასება 10-ბალიანი სისტემით. „ბარსელონამ“ მიიღო ყველაზე დაბალი ქულა – 3,79.
საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ:
- ბეტისი – 5,78
- ბილბაო – 5,53
- სოსიედადი – 5,36
- ლას პალმასი – 5,32
- სელტა – 5,28
მადრიდის „რეალი“ მერვე ადგილზე გავიდა (5,12), „ატლეტიკო“ მე-16 ადგილზე (4,35), „ვალენსია“ მე-17 ადგილზე (4,2).