მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია ამ სეზონში ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემის თამაშით და სურს მისი ძველ დონეზე დაბრუნება, – წერს გაზეთი Marca.
გუნდის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის რამდენიმე კვირის წინ საუბარი ჰქონდა ინგლისელთან იმის გასაგებად, ხომ არ შეექმნა პრობლემები ბელინგემს ფეხბურთის მიღმა. „რეალის“ მოლოდინი 21 წლის ნახევარმცველის მიმართ მაღალი იყო: ვარაუდობდნენ, რომ ის გაიმყარებდა ლიდერის პოზიციებს გუნდში, მაგრამ ეს არ მომხდარა.
მიმდინარე სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.