Marca-მ „რეალში“ კილიან მბაპეს მისვლის შემდეგ ვინისიუსის მომავალზე ინფორმაცია გაავრცელა #1TVSPORT
Marca-მ „რეალში“ კილიან მბაპეს მისვლის შემდეგ ვინისიუსის მომავალზე ინფორმაცია გაავრცელა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი არ აპირებს ესპანური კლუბის დატოვებას და არ განიხილავს ამასთან დაკავშირებით არანაირ შეთავაზებას, – დაწერა ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ.

წყაროს ცნობით, არც „რეალი“ გეგმავს ბრაზილიელ ფეხბურთელთან გამოთხოვებს და მასში მომავალი გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფეხბურთელს ხედავს. ასევე იტყობინებიან, რომ „რეალში“ კილიან მბაპეს მისვლა არანაირად არ იმოქმედებს მადრიდში ვინისიუსის მომავალზე.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა 28 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „რეალთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.