Marca - გონსალო იგუაინი მალე „ჩელსიში“ გადავა
Marca - გონსალო იგუაინი მალე „ჩელსიში“ გადავა

არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი, რომელზეც უფლებები „იუვენტუსს“ გააჩნია,  „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოს არის.

როგორც Marca წერს, გარიგება უახლოეს საათებში შედგება. ამ მომენტისთვის იგუაინი „მილანში“ თამაშობს, მაგრამ ამ გუნდისგან განსხვავებით, „ჩელსი“ მზად არის ფორვარდი „იუვენტუსისგან“ იმ 40 მილიონ ევროდ გამოისყიდოს, რომელსაც ტურინელები ითხოვენ და წელიწადში ხელფასი 8 მილიონი ევროს ოდენობით გადაუხადოს.

იგუაინის ტრანსფერი ნიშნავს იმას, რომ „ჩელსი“ ესპანელ ფორვარდს, ალვარო მორატას გამოეთხოვება, რომელიც ახალ კლუბს უკვე ეძებს.

გონსალო იგუაინი „ჩელსის“ ამჟამინდელ მწვრთნელთან, მაურიციო სარისთან „ნაპოლიში“ თანამშრომლობდა.