Marca - გარეთ ბეილი "ბილბაოსთან" ვერ ითამაშებს
Marca - გარეთ ბეილი "ბილბაოსთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” უელსელ ფორვარდს, გარეთ ბეილს ისევ პრობლემები აქვს. ბრიტანელი სამშაბათს, ესპანეთის თასზე “ფუენლაბრადას” წინააღმდეგ განმეორებით მატჩში (2:2) დაბრუნდა მოედანზე, მაგრამ შეხვედრის მსვლელობისას დისკომფორტი იგრძნო. ამის გამო, ბეილი გამოტოვებს მადრიდელთა პარასკევის ვარჯიშს და არ მიიღებს მონაწილეობას პრიმერას მე-14 ტურში “ბილბაოს” წინააღმდეგ მატჩში.

„ეს გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა ექიმების რჩევით მიიღო“, – წერს გაზეთი Marca.

სხვადასხვა დაზიანების გამო, ბეილმა 2017-18 წლების სეზონში 11 მატჩი გამოტოვა, თუმცა, 10 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და სამი გოლითა და ხუთი შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს.