Marca - ბელინგემმა შეიძლება ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა, შესაძლოა, მომდევნო სეზონის დასაწყისი გამოტოვოს მხარზე ოპერაციის გამო, – წერს ესპანური გაზეთი Marca.
წყაროს ცნობით, ჯერ არ არის ცნობილი ოპერაციის ზუსტი თარიღი. თუ ეს მოხდება კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის სტარტამდე, ამ შემთხვევაში ნახევარმცველი მზად იქნება 2025-26 წლების სეზონის პირველი მატჩებისთვის. თუ ოპერაცია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩატარდება, მაშინ ინგლისელის დაბრუნებას სექტემბერში ვარაუდობენ.
ბელინგემმა მხარის ტრავმა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში, „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩში მიიღო.
ამ სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.