Marca - ალექსანდერ-არნოლდმა „რეალი“ საბოლოოდ აირჩია #1TVSPORT
Marca - ალექსანდერ-არნოლდმა „რეალი“ საბოლოოდ აირჩია #1TVSPORT

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ისევ უარყო კლუბის წინადადება ახალ კონტრაქტზე. ამის შესახებ იტყობინება Marca-ს ჟურნალისტი ხოსე ფელიქს დიასი.

„ლივერპულმა“ ისევ უარი მიიღო ინგლისელი მცველისგან. მას დიდი ხანია მიღებული აქვს გადაწყვეტილება „რეალში“ გადასვლაზე და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება“, – დაწერა დიასმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ალექსანდერ-არნოლდის ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება.

მცველს „ლივერპულის“ შემადგენლობაში 349 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზეა 22 გოლი და 86 შედეგიანი გადაცემა.