მარათონის პროგრამაში ტოკიოს ყველა ღირშესანიშნავი ადგილი შეიტანეს
მარათონის პროგრამაში ტოკიოს ყველა ღირშესანიშნავი ადგილი შეიტანეს

მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) პრეზიდენტ სებასტიან კოეს განცხადებით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მარათონის მარშრუტი იაპონიის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზე სრულად არის მორგებული.

მარათონის მარშრუტი გაივლის ტოკიოს როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციულ რაიონებში, სტარტისთვის და ფინიშისთვის კი ოლიმპიური სტადიონია განკუთვნილი.

“ტოკიო-2020”-ის ორგანიზატორთა განცხადებით, იაპონიას მარათონული რბენის საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს. წელს ტოკიოს მარათონში მონაწილეობის სურვილი თითქმის 300 ათასმა ადამიანმა გამოთქვა.

“ტოკიო-2020”-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა განცხადებით 20 და 50 კილომეტრზე სპორტული სიარულის მარშრუტიც ტოკიოში გაივლის.