მარატ საფინი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წინ დათვრა
მარატ საფინი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წინ დათვრა

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დანიელ კელერერმა, რომელიც სამუდამოდ არის დისკვალიფიცირებული ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობის გამო, ინტერვიუში განაცხადა, რომ ალკოჰოლის მიღება სპორტული კარიერის მსვლელობისას დაიწყო და რომ მან რუს მარატ საფინს მიბაძა.

კელელერის სიტყვებით, საფინი 2002 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წინ დათვრა . მაშინ რუსმა ოთხ სეტში შვედ ტომას იოჰანსონთან წააგო.

„პირველად ალკოჰოლის მიღება 24 წლის ასაკში დავიწყე. დავიწყე მხოლოდ იმის გამო, რომ დავინახე მარატ საფინი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წინ. ვთქვი: „ამჟამად მე რეიტინგში მხოლოდ 150-ე ადგილიდან 180-ე ადგილამდე ვმოძრაობ და ზემოთ ვერ მივდივარ, ეს ბიჭი კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში თამაშობს. ის იმდენად მთვრალია, რომ სიარული არ შეუძლია, მიუხედავად ამისა, ჩოგბურთში ყველაფერი კარგად აქვს. ფინალის წინ, საღამოს საფინი საკუთარ დაბადების დღეს ზეიმობდა. მეგონა, თითქოს ავსტრალიის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული”, – განაცხადა 36 წლის კელერერმა.

მარატ საფინს „დიდი სლემის“ ორი ტურნირის აქვს მოგებული – 2000 წელს აშშ-ის ღია პირველობა და 2005 წელს – ავსტრალიის.

დატოვე კომენტარი