მარადონასავით იქნება - ცნობილი კომენტატორი კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლას გამოეხმაურა #1TVSPORT
მარადონასავით იქნება - ცნობილი კომენტატორი კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლას გამოეხმაურა #1TVSPORT

ცნობილი კომენტატორი დიმიტრი გუბერნიევი რუსულ მედიას გაემიჯნა და საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაზე ოპტიმისტურად ისაუბრა

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელის იტალიურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია. გუბერნიევმა კვარაცხელია არგენტინის ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ლეგენდარულ თავდამსხმელს, დიეგო მარადონას შეადარა.

„შესანიშნავი ტრანსფერია! ხვიჩა იქ იქნება, როგორც მარადონა, რომელიც ასევე „ნაპოლიში“ თამაშობდა. მისი წინსვლით ძალიან გახარებული ვარ. აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპაში ითამაშოს, ახალი სიმაღლეები დაიპყროს და ევროპულ ტურნირებზე ითამაშოს. შეძლებს ის „ნაპოლიში“ თამაშს? ალბათ, ითამაშებს, რადგან იტალიიდან დაუკავშირდნენ. ის არ არის კოკორინი. ვფიქრობ, შეუძლია ითამაშოს“, – ციტირებს გუბერნიევსმარტჩ ტვ“.

ქართველი თავდამსხმელი ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ფიფა-ს მიერ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით შემოღებული უფლებით ისარგებლა და ბათუმიდან „დინამოში“ გადავიდა, სადაც „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყებამდე შეუერთდება.

იტალიურმა გამოცემამ, Gazzetta dello Sport-მანაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის დეტალები გაამხილა და ამტკიცებს, რომ ტრანსფერი ნეაპოლურ კლუბს 10 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ქართველი გარემარბი წელიწადში ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.