მარადონას ყოფილი თანაგუნდელი - როდესაც „ნაპოლი“ კვარაცხელიას გაყიდის, ეს დიდი მოგება იქნება #TVSPORT
მარადონას ყოფილი თანაგუნდელი - როდესაც „ნაპოლი“ კვარაცხელიას გაყიდის, ეს დიდი მოგება იქნება #TVSPORT

„გაძეტა დელო სპორტთან“ ინტერვიუში „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა სალვატორე ბანიმ „ნაპოლის“ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„პირველად, კვარაცხელია რომ ვნახე, ის მხოლოდ 16 წლის იყო – საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში ითამაშა. შემდეგ ყველა თვალსაზრისით სწრაფად გაიზარდა. თუ გამიკვირდა მისი ასეთი დებიუტი? აბსოლუტურად არა. ბიჭის ტექნიკურ უნარებზე საუბარი არც არის. მას კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს – გამბედაობა. ნუ შეგეშინდებათ შეტევა მას გაუგრძელოთ. ის ყოველთვის გატანას ეცდება. გასარკვევია, ჩემპიონატში წარმატებით გრანდებთან თუ ითამაშებს. ბოლოს, გოლების რაოდენობაზე, რომელიც მან შეიძლება სეზონის ბოლომდე გაიტანოს – ჩემთვის უპრობლემოდ შეიძლება იყოს ორნიშნა რიცხვი. როდესაც „ნაპოლი“ მას გაყიდის, ეს დიდი მოგება იქნება“, – ამბობს იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

ბანი იყო „ინტერის“, მარადონას დროინდელი „ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების (41 მატჩი, 5 გოლი) შემტევი ნახევარმცველი. პირველი საერთაშორისო გოლი 1984 წლის 4 თებერვალს მექსიკასთან (5:0) რომში გამართულ ამხანაგურ მატჩში მე-20 წამზე გაიტანა, რაც მომდევნო 29 წლის განმავლობაში (2013 წლამდე) იტალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფ გოლად ითვლებოდა.

კარიერის დასრულების შემდეგ ბანი მუშაობდა კომენტატორად Fininvest-ის არხზე, Stream TV-ზე და Sky Italia-ზე. ახლა „რაი უნოზე“ იტალიის ჩემპიონატისა და ევროთასების მატჩების კომენტატორია.