მარადონას ვაჟი რეანიმაციაში იმყოფება - მან მამის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტისგან შეიტყო
მარადონას ვაჟი რეანიმაციაში იმყოფება - მან მამის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტისგან შეიტყო

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ვაჟმა – დიეგო მარადონა-უმცროსმა მამის გარდაცვალება რეანიმაციაში ყოფნისას შეიტყო, სადაც კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო მოხვდა.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი თავის „ტვიტერში“ წერს, „ყვითელი პრესის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დაურეკა 35 წლის მამაკაცს, ლეგენდარული ფეხბურთელის სიკვდილთან დაკავშირებით კომენტარის მისაღებად. სწორედ ამ მომენტში შეიტყო დიეგო-უმცროსმა მამის დაკარგვის ამბავი.

დიეგო მარადონა ოთხშაბათს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ვაჟი საავადმყოფოში 15 ნოემბერს, კორონავირუსის დადებითი ტესტის შემდეგ მოხვდა.