მარადონას სასწაული - ლეგენდარული არგენტინელის ოთხ ყოფილ გუნდს ტრიუმფალური წელი ჰქონდა, მათ შეიძლება, კიდევ ერთი დაემატოს #1TVSPORT
მარადონას სასწაული - ლეგენდარული არგენტინელის ოთხ ყოფილ გუნდს ტრიუმფალური წელი ჰქონდა, მათ შეიძლება, კიდევ ერთი დაემატოს #1TVSPORT

2022-23 წლების სეზონის შედეგებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სამწუხაროა ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალება, რადგან მას სიხარულის ბევრი საბაბი ექნებოდა.

კარიერის განმავლობაში მარადონა თამაშობდა „არგენტინოს ხუნიორსში“, „ბოკა ხუნიორსში“ „ბარსელონაში“, “ნაპოლიში“, „სევილიასა“ და „ნიუელს ოლდ ბოისში“.

2022 წლის შემოდგომაზე „ბოკა“ ლიგის ჩემპიონი გახდა, 2022 წლის დეკემბერში არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა, ამ დღეებში კი „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო.

იმის გათვალისწინებით, რომ სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, ამ სიას შეიძლება დაემატოს „ბარსელონა“, რომელსაც ხელს ვერაფერი შეუშლის ლა ლიგას მოგებაში – კატალონელებს ორი გამარჯვება სჭირდებათ ტიტულის გასანაღდებლად. მიუხედავად იმისა, რომ „სევილია“ ამ სეზონში ვერ ბრწყინავს ესპანეთის ჩემპიონატში, მასაც შეიძლება ჰქონდეს ტრიუმფის დიდი მომენტი – გუნდი გასულია ევროპის ლიგის ნახევარფინალში და თუ მეშვიდიდ მოიგებს ამ ტურნირს, მაშინ შეიძლება იმის დაჯერება, მარადონას სასწაული მართლაც არსებობს.