მარადონას ექიმი - დიეგოს მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება
მარადონას ექიმი - დიეგოს მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდის დიეგო მარადონას პირადმა ექიმმა ლეოპოლდო ლუკემ მორიგი ინფორმაცია გაავრცელა ყოფილი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მარადონამ რამდენიმე დღის შინ ტვინზე ოპერაცია გადაიტანა.

„დიეგო უკეთ არის, გაცილებით უკეთ. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. მარადონას აღდგენის პროცესი დაუჯერებელი ტემპით მიმდინარეობს“, – მოჰყავს ლუკეს სიტყვები იტალიურ გაზეთ „კორიერე დელო სპორტს“.

60 წლის მარადონა 2 ნოემბერს მოათავსეს ლა პლატას საავადმყოფოში. სამედიცინო გამოკვლევამ ლეგენდას ტვინში ჰემატომა აღმოუჩინა.