მარადონამ, შესაძლოა, „ხიმნასია“ დატოვოს
მარადონამ, შესაძლოა, „ხიმნასია“ დატოვოს

ლა პლატას „ხიმნასიას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ, შესაძლოა, არგენტინული კლუბი დატოვოს, – წერს TNT Sports.

საქმე ისაა, რომ კლუბის პრეზიდენტი გაბრიელ პელეგრინი არ აპირებს თავის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას, მარადონა კი პელეგრინოს დიდი მხარდამჭერია და ადრე განაცხადა კიდეც, რომ შეიძლება წავიდეს გუნდიდან, თუ პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს.

დიეგო მარადონამ გუნდი სექტემბერში ჩაიბარა. 13 ტურის შემდეგ, „ხიმნასია“ 10 ქულით არგენტინის ჩემპიონატში 22-ე ადგილზეა. ლეგენდარული ფეხბურთელის ხელმძღვანელობით, ლა პლატას გუნდმა სამი მატჩი მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა.