მარადონამ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა
მარადონამ ოპერაცია წარმატებით გადაიტანა

მექსიკური „დორადოსის“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. არგენტინული ფეხბურთის ლეგენდას პრობლემები კუჭის ბანდაჟირებისას (სიმსუქნის ქირურგიული გზით მკურნალობა) შეექმნა.

„ვიმედოვნებთ, რომ დიეგო რაც შეიძლება მალე მოახერხებს აღდგენას და სამუშაოზე დაბრუნებას“, – განაცხადა მარადონას იურისტმა მატიას მორიამ.

გასულ კვირას, 58 წლის არგენტინელი კუჭში სისხლჩაქცევის დიაგნოზით მოათავსეს საავადმყოფოში. მარადონას კუჭის ბანდაჟირება 2005 და 2015 წელს ჩაუტარეს, როცა სიმსუქნესთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.