მარადონამ მექსიკური კლუბი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, არგენტინელმა დიეგო მარადონამ, მექსიკურ კლუბ „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. 58 წლის სპეციალისტს ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევა ურჩიეს.
მარადონას მხარზე და მუხლზე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. ის მექსიკური ლიგის რიგით მეორე დივიზიონის კლუბს 2018/2019 წლების სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. მისი კლუბი აპერტურის და კლაუსურის ფინალებში გავიდა, მაგრამ ორივეგან „ატლეტიკო სან-ლუისთან“ დამარცხდა.
„მადლობა ყველაფრისთვის უფროსო, გამოჯანმრთელდი და უახლოეს მომავალში შევხვდებით“, – დაიწერა დორადოსის პრეს-სამსახურმა ტვიტერზე.
Juntos sorprendimos al mundo. Demostramos que el fútbol es pasión y corazón.
Con el Diego de Sinaloa, #LaHicimosDeDiez.
¡Gracias por todo, Jefe! ¡Recupérate y nos vemos pronto! 💛 pic.twitter.com/A3g77k3wIM
— #ConElPezHastaElFinal (@Dorados) 13 June 2019