მარადონამ „ღმერთის ხელს“ პანდემიის დასრულება სთხოვა
მარადონამ „ღმერთის ხელს“ პანდემიის დასრულება სთხოვა

არგენტინული „ხიმნასიას“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ გაიხსენა „ღმერთის ხელი”, რომელიც, ფეხბურთელის აზრით, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გოლის გატანაში დაეხმარა.

სამშაბათს, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ გამოაცხადა მიმდინარე სეზონის ვადაზე ადრე დასრულების შესახებ, რითაც მარადონას „ხიმნასია“ მეორე დივიზიონში გავარდნას გადაურჩა.

„ეს მოხდა, ჩემი გუნდი გადარჩა! ბევრი ადამიანი ამას ახალ „ღმერთის ხელს“ უწოდებს. მაგრამ ახლა მე ამ ხელს ვთხოვ, დაასრულოს პანდემია, რათა ხალხი დაუბრუნდეს ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას“, – თქვა არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ.