მარადონამ დრის მერტენსს რეკორდსმენობა მიულოცა
მარადონამ დრის მერტენსს რეკორდსმენობა მიულოცა

„ნაპოლისა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ, დრის მერტენსს ახალი რეკორდის დამყარება მიულოცა. ნეაპოლელთა ბელგიელმა ფორვარდმა იტალიის თასის ნახევარფინალში კლუბის მაისურით 122-ე გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„გამარჯობა, ჩემო მეგობარო დრის! ვამაყობ, რომ სწორედ შენ დაამხე ჩემი რეკორდი. აი, ამიტომ არის, რომ „ნაპოლი“ ყოველდღიურად ძლიერდება. მე მინდა, ეს იყოს იმაზე უკეთესი გუნდი, ვიდრე ის, რომელშიც მე ვთამაშობდი“, – განაცხადა მარადონამ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ მარადონა „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირების სიაში მესამე ადგილს იკავებს – მის ანგარიშზე 115 გოლია. მეორე ადგილზე კი მარეკ ჰამშიკია, რომელმაც მეტოქის კარი 121-ჯერ აიღო.