მარადონამ 40 წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა და პელეს გამოჯანმრთელება უსურვა
მარადონამ 40 წლის წინანდელი ფოტო გამოაქვეყნა და პელეს გამოჯანმრთელება უსურვა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ პელეს.

78 წლის ბრაზილიელმა ლეგენდამ პარიზის საავადმყოფოში ხუთი დღე გაატარა ინფექციის გამო. სამშაბათს ის გამოწერეს და „ფეხბურთის მეფე“ სან პაულუში დაბრუნდა.

მარადონამ სოციალურ ქსელში პელესთან გადაღებული ძველი ფოტო გამოფინა.

„დღეს ამ ფოტოს 40 წელი შეუსრულდა. ეს იყო რიო დე ჟანეიროში, სადაც მას პირადად შევხვდი. როგორი ახალგაზრდები ვიყავით… მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ პელეს, წარმატებები!“, – დაწერა მარადონამ „ინსტაგრამში“.