მარადონა არგენტინელ ფეხბურთელებს - თქვენ შეურაცხყოფთ ნაკრების მაისურს
მარადონა არგენტინელ ფეხბურთელებს - თქვენ შეურაცხყოფთ ნაკრების მაისურს

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა დიეგო მარადონამ მკაცრად გააკრიტიკა თავისი ქვეყნის ნაკრები მას შემდეგ, რაც კოპა ამარიკას ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კოლუმბიასთან 0:2 წააგო.

„ტონგას ნაკრებსაც (206-ე ადგილი ფიფას რეიტინგში) შეუძლია ჩვენი დამარცხება. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელსაც ჩვენ ვაშენებდით და ამის გამო ბევრი დარტყმა გადაგვიტანია. გახსოვთ პერუში დამტვრეული ავტობუსის შემთხვევა? რა დარჩა ამისგან? რას ნიშნავს დღეს ნაკრების მაისური? თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ამ მაისურს“, – ამბობს მარადონა „თი ვაი სი სპორტსთან“ (TyC Sports) კომენტარში.