მაქსიმე ქვილითაია - ირანის სამხრეთში თავს დაცულად ვგრძნობთ
მაქსიმე ქვილითაია - ირანის სამხრეთში თავს დაცულად ვგრძნობთ

მაქსიმე ქვილითაიამ, რომელიც ირანში, საფეხბურთო კლუბ „ბუშერში“ თამაშობს, ინტერვიუ მისცა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“.

მოთამაშის თქმით, ქვეყნის სამხრეთში, სადაც ქალაქი ბუშერი მდებარეობს, კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ნორმალურია და ყველა ფეხბურთელი თავს დაცულად გრძნობს.

„უკვე სიცხეები დაიწყო – 27-28 გრადუსია და, რამდენადაც ვიცი, ასეთ ტემპერატურაზე ეს ვირუსი არ ვრცელდება. საქართველოში ჩამოსვლას ახლა არ ვაპირებთ, რადგან ორკვირიანი კარანტინის გავლა მოგვიწევს და ამდენი დრო არ გვაქვს. ბუშერში თავს დაცულად ვგრძმობთ, არაფერი გვემუქრება და სანერვიულოც ჩვენს გულშემატკივრებსა და ახლობლებს არაფერი აქვთ“, – ამბობს ქვილითაია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ირანი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იტალიის შემდეგ.

ამ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში სამი ქართველი თამაშობს – მაქსიმე ქვილითაია, ლუკა გადრანი და გიორგი გველესიანი.