მაქს ჰოლოვეის კარიერის საუკეთესო ბრძოლა კელვინ კატართან (ვიდეო)

აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გუშინ სტარტი აიღო აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა. UFC Fight Island 7-ზე მთავარი ბრძოლა ჰავაელ მაქს ჰოლოვეისა და ბოსტონელ კელვინ კატარს შორის შედგა. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა „დალოცვილისგან“ კარიერის საუკეთესო პერფორმანსი იხილეს. მართალია, მაქსმა ბრძოლის ნაადრევად დასრულება ვერ შეძლო, თუმცა ჰავაელმა ნამდვილი მასტერკლასი წარმოგვიდგინა. მსაჯებმა საბოლოოდ ჰოლოვეის გამარჯვება ერთსულოვნად, საგრძნობი უპირატესობით დააფიქსირეს (50-43, 50-43 და 50-42).

ბრძოლის დასრულების შემდეგ ჰოლოვეიმ ჯონ ანიკთან გამართულ ოქტაგონის ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე იასის კუნძულზე დარჩება და იმ შემთხვევაში, თუ კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს შორის რომელიმე მებრძოლი დაპირისპრიებას ჩაეხსნება, ის მზად არის მის მაგივრად შევიდეს ოქტაგონზე.