მაქს ჰოლოვეი ვოლკანოვსკისთან მარცხზე - მეგონა, გამარჯვებისთვის საკმარისი გავაკეთე (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი (featherweight) წონითი დივიზიონის აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოვეიმ ალექს ვოლკანოვსკისთან განცდილ მარცხზე ისაუბრა. ბრძოლის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰავაელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია. ჰოლოვეის თქმით მას ეგონა, რომ გამარჯვებისთვის საკმარისი გააკეთა.

„მე ბრძოლა ჯერჯერობით არ მინახავს, აქედან გამომდინარე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ მეგონა ოქტაგონზე გამარჯვებისთვის საკმარისი გავაკეთე. თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ მსაჯების გადაწყვეტილებაა ყველაზე მთავარი. მე მხოლოდ 28 წლის ვარ და დანებებას არ ვაპირებ. მე აუცილებლად დავბრუნდები. ამის პირობას გაძლევთ.”

დატოვე კომენტარი