მაქს ჰოლოვეი ბრუნდება
მაქს ჰოლოვეი ბრუნდება

ალექს ვოლკანოვსკისთან ზედიზედ ორჯერ განცდილი მარცხის შემდეგ UFC-ის ქვემსუბუქი (featherweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მაქს ჰოლოვეი (21-6) გამარჯვების მოპოვებას 13 იანვარს კელვინ კატართან (22-4) შეეცდება.

მებრძოლმა ჰავაის კუნძულებიდან ტიტული 2019 წლის დეკემბერში დაკარგა. ვოლკანოვსკისთან განმეორებითი ბრძოლა შვიდი თვის შემდეგ საბრძოლო კუნძულზე შედგა. მსაჯებმა ამჯერად ავსტრალიელის გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით დააფიქსირეს.

მაქსი ბოლო ჩატარებული 4 ბრძოლიდან 3-ში დამარცხდა. ვოლკანოვსკისთან განცდილ მარცხებამდე ჰოლოვეიმ დასტინ პორიესთან წააგო.

რაც შეეხება კელვინ კატარს, ის ბოლო ჩატარებულ 5 ბრძოლაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბოლოს მან მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დენ იგეს მოუგო. კატარს ასევე დამარცხებული ჰყავს ჯერემი სტეფენსი, რიკარდო ლამასი და კრის ფიშგოლდი.