მაქს ფერსტაპენმა ზედიზედ მეცხრე გრანპრი მოიგო და ფორმულა 1-ის რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენმა ზედიზედ მეცხრე გრანპრი მოიგო და ფორმულა 1-ის რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

2023 წლის ფორმულა 1-ის სეზონის მე-13 რბოლა, რომელსაც ნიდერლანდებმა უმასპინძლა, „რედ ბულის“ პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა.

ნიდერლანდელი პილოტისთვის ეს გამარჯვება ზედიზედ მეცხრეა მიმდინარე სეზონში. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ პილოტებს, სებასტიან ფეტელსა და ალბერტო ასკარის გაუთანაბრდა.

ფერსტაპენის სამშობლოში ჩატარებული გრანპრის დასკვნითი ღონისძიება, რბოლა გარდამავალი ამინდის ფონზე მიმდინარეობდა. გუნდებს ხან მშრალი ამინდის საბურავების გამოყენება უხდებოდათ, ხან – წვიმიანის.

65-ე წრეზე „ალფა რომეოს“ ჩინელი პილოტი გუან ჟოუ ბარიერს შეეჯახა და რბოლა დროებით შეჩერდა. განახლების შემდეგაც ფერსტაპენს მანამდე მოპოვებული ლიდერობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. მეორე ადგილზე 42 წლის ესპანელი ფერნანდო ალონსო გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია პიერ გასლის დარჩა. აღსანიშნავია, რომ „ალპინის“ ფრანგი პილოტი გასლი ნიდერლანდების გრანპრის მთავარ ღონისძიებას მე-12 ადგილიდან იწყებდა.

ამრიგად, თუ მაქს ფერსტაპენი მომდევნო რბოლასაც მოიგებს, ფორმულა 1-ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება ზედიზედ ათ გრანპრიზე მოპოვებული გამარჯვებით.

რაც შეეხება უშუალოდ „რედ ბულს“, ავსტრიულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა რბოლა მოიგო. 2-ჯერ პირველობა პერესს დარჩა, ხოლო 11-ჯერ – ფერსტაპენს.

ფორმულა 1-ში მორიგი ეტაპი იტალიაში, მონცას ისტორიულ ტრასაზე ჩატარდება.

ნიდერლანდების გრანპრი, ქულები:

1. მაქ ფერსტაპენი („რედ ბული“) – 25 ქულა
2. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 19 ქულა (უსწრაფესი წრე)
3. პიერ გასლი („ალპინი“) – 15 ქულა
4. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 12 ქულა
5. კარლოს საინსი („ფერარი“) – 10 ქულა
6. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 8 ქულა
7. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 6 ქულა
8. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 4 ქულა
9. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 2 ქულა
10. ესტებან ოკონი („ალპინი“) – 1 ქულა

2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, პილოტები:

1.მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) – 339 ქულა
2. სერხიო პერესი („რედ ბული“) – 201 ქულა
3. ფერნანდო ალონსო („ასტონ მარტინი“) – 168 ქულა
4. ლუის ჰემილტონი („მერსედესი“) – 156 ქულა
5. კარლოს საინსი („ფერარი“) – 102 ქულა
6. შარლ ლეკლერი („ფერარი“) – 99 ქულა
7. ჯორჯ რასელი („მერსედესი“) – 99 ქულა
8. ლანდო ნორისი („მაკლარენი“) – 75 ქულა
9. ლენს სტროლი („ასტონ მარტინი“) – 47 ქულა
10. პიერ გასლი („ალპინი“) – 37 ქულა
11. ესტებან ოკონი („ალპინი“) – 36 ქულა
12. ოსკარ პიასტრი („მაკლარენი“) – 36 ქულა
13. ალექს ალბონი („ვილიამსი“) – 15 ქულა
14. ნიკო ჰულკენბერგი („ჰაასი“) – 9 ქულა
15. ვალტერი ბოტასი („ალფა რომეო“) – 5 ქულა
16. გუან ჟოუ („ალფა რომეო“) – 4 ქულა
17. იუკი ცუნოდა („ალფატაური“) – 3 ქულა
18. კევინ მაგნუსენი („ჰაასი“) – 2 ქულა
19. ნიკ დე ვრისი („ალფატაური“) – 0 ქულა
20. ლოგან სერჯენტი („ვილიამსი“) – 0 ქულა
21. დანიელ რიკიარდო („ალფატაური“) – 0 ქულა
22. ლიამ ლოუსონი („ალფატაური“) – 0 ქულა

2023 წლის ჩემპიონატის ცხრილი, კონსტრუქტორები:

1. „რედ ბული“ – 540 ქულა
2. „მერსედესი“ – 255 ქულა
3. „ასტონ მარტინი“ – 215 ქულა
4. „ფერარი“ – 201 ქულა
5. „მაკლარენი“ – 111 ქულა
6. „ალპინი“ – 73 ქულა
7. „ვილიამსი“ – 15 ქულა
8. „ჰაასი“ – 11 ქულა
9. „ალფა რომეო“ – 9 ქულა
10. „ალფატაური“ – 3 ქულა